ბროწეული

ფარაჯანოვმა თავზე ბროწეულებით ტოტი დაიდო,და შეეცადა ისე გამოეწოვა წვენი ბროწეულიდან,როგორც ამას აკეთებდნენ ბერები ფილმიდან- საიათ-ნოვა.ერთხელ,რაღაც ხატოვნად თქვა ქართველებისა და სომხების განსხვავებაზე.

მისი აზრით -ქართველები ყურძნის მტევანს გავს,თითოეული მარცვალი ერთად და ამავდროულად ცალ-ცალკე.ხოლო სომხები ბროწეულის მარცვლებია, რომლებიც მჭიდროდ არიან ერთმანეთთან მიჯრილი და ამიტომაც არა აქვთ ისეთი ხარისხის თავისუფლება და არტისტიზმი, როგორიც ქართველებსო.

იური მეჩითოვი, ფოტოგრაფი