სერგო ფარაჯანოვის ფილმოგრაფია და ბიოგრაფია

სერგო ფარაჯანოვის სრული ფილმოგრაფია

სერგო ფარაჯანოვის მოკლე ბიოგრაფია

  • "ტარას შევჩენკო" (როგორც ი.ა. სავჩენკოს ერთ-ერთი მოსწავლე, მისი გარდაცვალების შემდეგ)
    1951
  • "მოლდავური ზღაპარი ანდრიეშ" (დაკარგულია)
    1951
  • "ანდრიეშ"
    1954
  • "დუმკა" (დოკუმენტური)
    1957
  • "პირველი ვაჟი"
    1958
  • "ნატალია უკვი" (დოკუმენტური)
    1959
  • "ოქროს ხელები"
    1961
  • "უკრაინული რაფსოდია"
    1961
  • "ყვავილი ქვაზე"
    1962
  • "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები"
    1964
  • "კიევური ფრესკები" (დაუმთავრებელი)
    1966
  • "ვნებანი საიათ-ნოვაზე"
    1967
  • "აკოპ ოვნატანიანი" (დოკუმენტური)
    1967
  • "ბავშვები-კომიტასს" (დაკარგულია)
    1968
  • "ბროწეულის ფერი"
    1969
  • "ლეგენდა სურამის ციხეზე"
    1984
  • "არაბესკები ფიროსმანის თემაზე"
    1985
  • "აშუღ ქერიბი"
    1988
  • "აღსარება" (დაუმთავრებელი)
    1989

სერგო იოსების-ძე ფარაჯანოვი (1924-1990) – კინორეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი. მრავალი კინოპრემიის ლაურეატი.

1952 წელს მოსკოვის სახელმწიფო კინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაიწყო მუშაობა დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიაში, კიევში.

მსოფლიო აღიარება სერგო ფარაჯანოვს ეწვია ისეთი საკულტო ფილმების შექმნის შემდეგ, როგორებიცაა: „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1965)  და „ბროწეულის ფერი“ (1969). მათი წყალობით რეჟისორი მიიჩნევა „პოეტური კინემატოგრაფის“ დამფუძნებლად.

სერგო ფარაჯანოვი არ იყო დისიდენტი, მაგრამ იგი ღიად აკრიტიკებდა ხელისუფლების პოლიტიკას კულტურის სფეროში, ილაშქრებდა ცენზურის  და უკრაინული ინტელიგენციის  მიმართ სასამართლო ანგარიშსწორების წინააღმდეგ.

1973 წელს ცრუ დასმენის საფუძველზე ფარაჯანოვი გასამართლებულ იქნა და მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მან ოთხი წელი დაჰყო საპატიმროში და 1977 წლის ბოლოს, მსოფლიო შემოქმედებითი ინტელიგენციის დიდი ძალისხმევის შედეგად, განთავისუფლებულ იქნა. თუმცა მას კიევში ცხოვრება აეკრძალა.

ფარაჯანოვი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო თავის მშობლიურ ქალაქ თბილისში.

სპეციალობის მიხედვით მუშაობის საშუალება არც თბილისში ჰქონდა და ამიტომ თავს ანტიკვარიატის ვაჭრობით ირჩენდა.

1981 წლის ოქტომბერში მოსკოვში ყოფნისას, ფარაჯანოვი გამოვიდა იური ლიუბიმოვის სპექტაკლის დაცვით, რამაც გააღიზიანა ცენტრალური ხელისუფლება. ფარაჯანოვის წინააღმდეგ შეთითხნეს ახალი საქმე და 1982 წ. თებერვალში თბილისის ორთაჭალის ციხეში დაატუსაღეს. იმავე წლის ოქტომბერში ფარაჯანოვი, ქართული შემოქმედებითი ინტელიგენციის და უშვალოდ შევარდნაძის ჩარევით, გაანთავისუფლეს  სასამართლო დარბაზიდან.

1982 წლეს ფარაჯანოვს აძლევენ მუშაობის საშუალებას კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ამ სტუდიაში მის მიერ გადაღებულ იქნა ფილმები: „ლეგენდა სურამის ციხეზე“ (1984), მოკლემეტრაჟიანი ფილმი „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“ (1985) და „აშუღ ქერიბი“ (1988).

საყოველთაოდ აღიარებული ფილმების გარდა, ფარაჯანოვის მიერ შექმნილია ორ ათეულამდე კინოსცენარი, მათგან უმეტესს არ ეწერა ფილმებად განხორციელება.

სერგო ფარაჯანოვმა ცხოვრების მანძილზე შექმნა სახვითი ხელოვნების მრავალი  ნიმუში, რომელთა შორისაა ნახატები, კოლაჟები, ინსტალაციები, ასამბლიაჟები, ქუდები, თოჯინები.

ამ ნამუშევართა უმრავლესობა ინახება ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმში ერევანში.