“შავი ყვავის აფრენა ” – ფოტოს ისტორია

15 მაისი, 1981

დილის 11 სათი იქნებოდა,სერგოსთან,რომ მივედი.მას ლენფილმის ორი თანმშრომელი სტუმრობდა.ფერის დამყენებლები მუშაობდნენ სერგოს მეორე შედევრის ასლის საიათნოვას (1969წ) ბეჭდვაზე. პირველი მისი შედევრი მიტოვებულ წინაპართა აჩრდილები 1964 წელს იყო გადაღებული.

ჩვენ ყველამ ერთად ჩავუყევით არსენას ქუჩას და შევუხვიეთ თხინვალის ქუჩაზე. მე ვფიქრობ ფარაჯანოვი ამ ჩანაფიქრს დიდ ხანს ატარებდა. აი აქედან ყველაზე კარგი ხედია მთაწმინდაზე და კარგი კადრი გამოვა – თქვა სერგომ და მიმითითა ადგილი საიდანაც უნდა გადამეღო მომავალი შედევრი.

სერგომ დააყენა ქალბატონები ერთმანეთის მოშორებით, თავისი ადგილიც მოძებნა და მთხოვა გადამეღო.ვიღებდი უბრალო ზენიტით.გასაოცარი სიმსუბუქით ჰაერში ახტა, შემდეგ მეორედ, მხოლოდ მესამე დუბლი აღმოჩნდა ყველაზე საუკეთესო.

ფარაჯანოვმა ამ კადრს საუკუნის კადრი უწოდა და კოლაჟიც დაამზადა. მე კი შავი ყვავის აფრენა დავარქვი.

იური მეჩითოვი, ფოტოგრაფი