20 ივლისი 2021: ფარაჯანოვის ხსოვნის დღე

20 ივლისს, თბილისში, სერგო ფარაჯანოვის ხსოვნის დღეს აღვნიშნავთ. ღონისძიება გაიმართება ავლაბრის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მაესტროს ბროწეულის ნერგთან, რომლის ძირშიც ერევანში მდებარე მისი საფლავიდან ჩამოტანილი მიწა მოაბნიეს მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა.გეპატიჟებით სერგო ფარაჯანოვის შემოქმედების ყველა მოყვარულსა და მონაწილეობის ყველა მსურველს!ღონისძიების მხარდამჭერები არიან:
ჰოვანეს თუმანიანის სახლი
გაზეთი “ვრასტანი”
ხოსე მაჯინერე 

ფოტო: იური მეჩითოვი